“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს

16 მაი 2026

ქართული ოცნების რეგიონული კონფერენციები გრძელდება. დღეს ღონისძიებას მე-6 რეგიონმა უმასპინძლა. გორში, შიდა ქართლის ახალგაზრდებთან ორგანიზაციის ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში შედგა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

შეხვედრების მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.