16 მაი 2026
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი უნდა ჰქონდეს. ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინამ მიიღო ოფიციალური დასტური, რომ სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში დაფუძნდება. ასევე, სიბიგამ აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. ცნობისთვის, 15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმდინარე ყოველწლიურ შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბულანი შეიქმნას.