16 მაი 2026
რუსეთის პრეზიდენტი 19-20 მაისს ჩინეთში ჩავა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი სი ძინპინმა მიიწვია. უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი შეხვედრის ფარგლებში ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავეს. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ორმხრივ სამთავრობათშორისო დოკუმენტებს გააფორმებენ.