ისრაელის იერიში „ჰამასის“ ერთ-ერთ ლიდერზე

16 მაი 2026

ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერის, იზ ალ-დინ ჰადადის ლიკვიდაციის მიზნით მის ადგილსამყოფელსა და ავტომობილზე იერიში მიიტანა. ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებით, წინასწარი მონაცემები მიანიშნებს რომ ავიაიერიში წარმატებული აღმოჩნდა და ჰადადი სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.  ისრაელის პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ ჰადიდი 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო.