ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

16 მაი 2026

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები მორიგ ჯერზე, "მოლაპარაკებების პოლიტიკური კურსისთვის 2 და 3 ივნისს" კვლავ შეიკრიბებიან, უსაფრთხოების გეგმის განხილვა კი, 29 მაისს ორივე ქვეყნის სამხედრო დელეგაციების მონაწილეობით, პენტაგონში შედგება.