გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

15 მაი 2026

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მიქაელ მახარაძის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით „ფიქრის სილურჯე“ მასპინძლობს.

გამოფენაზე ახალგაზრდა მხატვრის ბოლო ნამუშევრებია წარმოდგენილი. ისინი, ავტორის თქმით, თანამედროვე სურეალიზმის ფორმებით ადამიანის შინაგან ემოციებს, განცდებსა და აღქმებს ასახავს.

მიქაელ მახარაძის შემოქმედება, მხატვრებისა და დამთვალიერებლის შეფასებით, ინდივიდუალური ხედვით, ფერთა შეხამებითა და განსხვავებული ვიზუალური ხედვით გამოირჩევა.

ახალგაზრდა მხატვრის ბათუმში ეს რიგით მესამე პერსონალური გამოფენაა და მას თანამედროვე ხელოვნების სივრცე 28 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.