აბას არაღჩი - მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს

15 მაი 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულობას გამოიჩენს.

აბას არაღჩის თქმით, წინა დიპლომატიური მცდელობების შემდეგ ირანს შეერთებული შტატების მიმართ ნდობა არ აქვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი ცდილობს შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა დიპლომატიას შანსი მისცეს.

არაღჩიმ ხაზი გაუსვა, რომ  ირანი სრულად მზადაა საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეს და ასევე მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის.