15 მაი 2026
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, რომ თურქული სამყაროს დამაკავშირებელი სატრანსპორტო პროექტები, განსაკუთრებით „შუა დერეფანი“ მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის პრიორიტეტი იქნება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უშუალო სიახლოვეს არსებულმა კრიზისებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თურქული სამყაროს სოლიდარობის სტრატეგიული ღირებულება.