15 მაი 2026
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ორგანიზებით, პარლამენტის სასახლეში ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა თემაზე - „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“.
ნამუშევრები შერჩეული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით და ასახავდა ახალგაზრდების ხედვას ოჯახის მნიშვნელობის, ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა გიორგი ზვიადაძემ.