15 მაი 2026
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 205 ადამიანი გაათავისუფლა.
აღნიშნული დაადასტურეს როგორც რუსეთის ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროშიც.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა 1000-1000 სამხედროს გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში განხორციელდა.
ბოლოს მოსკოვმა და კიევმა სამხედრო ტყვეების 24 აპრილს გაცვალეს. მაშინ მხარეებმა 193-193 ადამიანი გაათავისუფლეს.