15 მაი 2026
“ჩვენი სულიერების ბალავარი“ XV - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.
შეხვედრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება და მისი მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული უახლესი კვლევების წარმოჩენაა.
კონფერენციას საქართველოდან, თურქეთიდან, ბრიტანეთიდან და რუმინეთიდან 140 მკვლევარი ესწრება. კონფერენცია წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
კონფერენციის დასასრულს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თურქეთის ქალაქ ბორჩხისა და ჭვანის ხეობის ანსამბლთა ფოლკლორული საღამოც გაიმართება.
კონფერენციის გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, თურქეთის ქალაქ ბორჩხის, ეროვნებით ქართველი მერი ესწრებოდნენ