15 მაი 2026
ქალთა სოციალურ - ეკონომიკური გაძლიერება და მეწარმე ქალების საქმიანობის ხელშეწყობა, ქედის მერიამ პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა.
პროგრამის ბიუჯეტი 45 ათასი ლარია და იგი ქედაში 2022 წლიდან მოქმედებს.
პროგრამის საშუალებით 39 ქალის კერძო ბიზნესი და ბიზნეს იდეა დაფინანსდა, მისი მიზანი მუნიციპალიტეტში ქალების დასაქმების ხელშეწყობაა. განაცხადების მიღება 4 ივნისამდე გაგრძელდება.