15 მაი 2026
17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში.
„წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და შესაბამისად, ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში“, – განაცხადა კობახიძე.
ცნობისთვის, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება. სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.