15 მაი 2026
24-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, 47-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
დღეს, უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1500-ზე მეტი დრონი და 56 რაკეტა გაუშვა.