პირველკლასელთა რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით

15 მაი 2026

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე დაიწყო და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

რეგისტრაცია ეფუძნება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართს.