15 მაი 2026
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინა.
სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. თეატრს ფესტივალში მონაწილეობისთვის სპეციალური დიპლომი და პრიზი გადაეცა.
ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართულ წარმოდგენებს ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს სხვა წარმომადგენლები, თურქეთში მცხოვრები ქართველები, ადგილობრივები და თეატრის მოყვარულები დაესწრნენ.
ბათუმის დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა.