15 მაი 2026
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე საქართველოს განათლების მინისტრმა შეხვედრა ამჯერად შუახევში გამართა.
უწყების ინფორმაციით, გივი მიქანაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
შეხვედრას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგი თეიმურაზ დავითაძე ესწრებოდნენ.