15 მაი 2026
აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო. პირველი შეხვედრა ქედაში შედგა, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ.
ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა.
ტრენინგები მომდევნო კვირიდან კი შუახევისა და ქობულეთის მზარეულებისთვის ჩატარდება. ივნისის ბოლომდე კი ხულოსა და ხელვაჩაურში.
მონაწილეობის მსურველ მზარეულებს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.