უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

15 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარებისთვის 5  პირი დააკავეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და  მჭიდები.

ერთ-ერთი დაკავებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. 

დანაშაული  7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისიწნბებს.