15 მაი 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს, ადამ შანთაძეს შეხვდა
"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს, ადამ შანთაძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად შევხვდი.
ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც აჭარის რეგიონის, როგორც მრავალსაუკუნოვანი რელიგიური ტოლერანტობის და თანაარსებობის გამორჩეულ მაგალითებს შეეხო. განსაკუთრებულად აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების და ეროვნული გლოვის დღეებში მუსლიმი მრევლის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება, რომელიც გულწრფელ თანაგრძნობასთან და საერთო მწუხარების გაზიარებასთან ერთად, უდიდესი ურთიერთპატივისცემის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო.
აჭარა სწორედაც არის ის რეგიონი, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები საუკუნეებია, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით ვცხოვრობთ. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ჩვენი მთავარი სიმდიდრე და ძალა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ახალგაზრდებს გადავცეთ ის ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს და მჯერა, რომ მუდმივი დიალოგით და ერთმანეთის ღირებულებების დაფასებით შევძლებთ ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას",- აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.