14 მაი 2026
მალე 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და 6 კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი , რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ გენერალური დირექტორის განმარტებით, ბიზნესთან თანამშრომლობით სახელმწიფო ელექტროსისტემა 20 მილიონამდე ლარს დაზოგავს.