გურამ ფუტკარაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა დღეს ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში

14 მაი 2026

გურამ ფუტკარაძის  პერსონალური გამოფენა გაიხსნა დღეს ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში.

მხატვარს 75 წელი შეუსრულდა, საიუბილეო თარიღს კი პერსონალური გამოფენა მიეძღვნა სადაც წარმოდგენილია მისი 60 ნამუშევარი.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვის შესაძლებლობა თვის ბოლომდე ექნება. გურამ ფუტკარაძე 1000-მდე ნაშრომის ავტორია, მათი დიდი ნაწილი სხვადასხა მუზეუმშია.

საიუბილეო გამოფენის გახსნას კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ, აჭარის კულტურის სამინისტრომ გურამ ფუტკარძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.