14 მაი 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს ახორციელებს.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში სამშენებლო უსაფრთხოების ზედამხედველობის სპეციალისტი წერს შესაბამის მითითებას. მითითების პირობების შეუსრულებლობისას ობიექტი ჯარიმდება, დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ კი საქმისწარმოება წყდება.
მიმდინარე წელს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დადგენის მიზნით უკვე შემოწმდა 122 ობიექტი. სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის ფაქტებზე მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს.