არჩევნები უსინათლოთა კავშირში 

14 მაი 2026

საქართველოს უსინათლოთა კავშირის, აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდა. მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი მარინა სარალიძე, რომელსაც 65-მა წევრმა დაუჭირა მხარი. უსინათლოთა კავშირი, 311-წევრისგან შედგება, დღევანდელ არჩევნებში  65 მათგანი მონაწილეობდა. არჩევნები ღია კენჭისყრის ფორმატში გაიმართა.

თავმჯდომარის არჩევის პროცესს აპროტესდებენ კავშირის ის წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიეცათ საშუალება  არჩევნებში მათ  სასურველ  კანდიდატს მიეღო მონაწილეობა, რასაც არ ეთანხმება უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა, ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალე იყო.   

კენჭისყრის დროს ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენას კომისიის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათ შენობის კარი ჩაკეტეს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ "აჭარა თაიმსის" ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევა სცადა.  

ადგილზე შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.