მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს იუბილე მიულოცეს 

14 მაი 2026

103 წელი შეუსრულდა ბათუმში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ქეთი ლორიას. მას დაბადების დღე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ მიულოცა და სამინისტროს პროგრამის - 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების ფარგლებში 5 000 ლარი გადასცა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქეთი ლორია 56 წელი ფილოლოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

დაბადების დღე მას მიულოცეს ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და ვეტერანთა სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უხუცესი 111 წლის ნაქიფე დავითაძეა.