14 მაი 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, ქართული მედიასაშუალებების დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტარებმა: მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი შესწორება დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც, სანქცირებულთა სიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი პირების შეყვანასაც ითხოვენ.
პრესკონფერენციაზე მაღლაფერიძემ კონკრეტული ევროპარლამენტარების რეპუტაციაზე ისაუბრა და მათ შესახებ ინფორმაცია წარადგინა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებსა და პოლონურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეფუძნება.