14 მაი 2026
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს, სადაც სპექტაკლით - „დარისპანის გასაჭირი" წარსდგა. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში 5 ქვეყნის სახელმწიფო თეატრალური დასები მონაწილეობენ.
ფესტივალი მონაწილეებს საერთაშორისო სივრცეში, საკუთარი კულტურისა და თეატრალური ხელოვნების წარმოჩენის საშუალებას და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას აძლევს.
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობს. „დარისპანის გასაჭირის“ ჩვენება ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრში 14 მაისს კვლავ გაიმართება.