ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში

14 მაი 2026

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ მსჯელობენ დღეს ერგნეთში. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემაა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების, უკანონო ბორდერიზაციის, გადასასვლელ პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის მოხსნის და თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევის საკითხები.

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქეა, საანგარიშო პერიოდში კი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების  და უკანონო ბორდერიზაციის თითო შემთხვევა დაფიქსირდა.