14 მაი 2026
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია იმედს ერთი წლით ევროპარლამენტში მუშაობაზე უარი ეთქვა.
მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაცია არ მისცა. მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესია გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს.