14 მაი 2026
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მოკავშირე და მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
ერმაკს 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით.
ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დააწესა. გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.