პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

14 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი  მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის  ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. 

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს. 

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.