14 მაი 2026
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები კი საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან.
ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
გარდა ამისა, შეფასდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანობა, რაც გულისხმობს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას.