13 მაი 2026
გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, – მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამ ყველაფერს განაპირობებს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და მიღებული გადაწყვეტილებები.
„ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების, ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ, პირველ რიგში, ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინოს“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.