13 მაი 2026
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმების თანახმად, რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას გააგრძელებენ და ეტაპობრივად საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე გადავლენ.
იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაც, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება სოციალურ, შრომისა და კულტურის სფეროებში.
დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობას.