ზურაბ პატარაძე გივი მიქანაძეს შეხვდა

13 მაი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ახალ პოზიციაზე საქმიანობის დაწყება მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ზურაბ პატარაძის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის გამოცდილება ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა მიმართულებებით.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საგანმანათლებლო სფეროში  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

აღინიშნა, რომ განათლების სამივე საფეხურზე დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობა, ასევე, განათლების სფეროში ჩართულ პირებთან და ფართო საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაცია.