რატომ არ უერთდება „გახარიას გუნდი“ 26 მაისს დაანონსებულ აქციას და რას ამბობს მმართველი გუნდი

13 მაი 2026

26 მაისი თითოეული მოქალაქის დღე არის და ამ დღის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის, პარტიული ნარატივების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მოსახლეობისთვის ერთიანობის დღეა და ამ დღის სხვა მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

დაგეგმილ აქციას აფასებენ მმართველ გუნდში.