პრემიერ-მინისტრმა საქართველოში იუდაიზმის მიმდევრებს ჰანუკა მიულოცა

14 დეკ 2025

მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.