„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატის ტატა ხვედელიანის ბრიფინგი

13 მაი 2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგი გამართა სადაც განათლების რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც დეკემბერში საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო და დღემდე გრძელდება, არის ნაჩქარევი. 

ხვედელიანი აღნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან დღემდე არ არის გამოცემული დადგენილება, რომელიც დაადგენს უმაღლესი სასწავლებლებში ფაკულტეტების გადანაწილებას.