12 მაი 2026
მიმართავს თუ არა ახალი პატრიარქი შიო მესამე პრეზიდენტს აქციებზე დაკავებული პირების შეწყალების თხოვნით? საკითხზე მოსაზრებები დღეს სვეტიცხოვლის გარეთ გამოითქვა შეწყალებაზე ვიდრე ვინმე ისაუბრებს, ისაუბროს სინანულზე, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული. ოპოზიციაში თვლიან რომ შეწყალებაზე მიმართვა სწორი ნაბიჯი იქნებოდა.