საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ინტრონიზაცია

12 მაი 2026

ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება.

საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

„ამ ღვთივკურთხეულ დღეს სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას, „მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე“, ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიალი მიმდინარეობდა, რომელშიც მისი უწმინდესობა და მღვდელთმთავრები მონაწილეობდნენ,ქართული მართლმადიდებლობის მთავარი ეკლესია, სწორედ ის ადგილია სადაც დასვენებულია უფლის კვართი, შესაბამისად ეკლესიის საჭეთმპყრობლის ინტორნიზაცია სწორედ სვეტიცხოველში ხდება.