მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

12 მაი 2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 12 მაისი საქართველოში მისი შემოსვლის დღეა.  

დღესასწაულთან დაკავშირებით, ხულოში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

დღესვე ხულოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული  დიდაჭარობაც აღინიშნება. გადმოცემის მიხედვით, სწორედ დიდაჭარიდან შემოვიდა წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში და აქ დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება.  

სოფელში აშენდა პირველი ტაძარი და ადგილობრივი მოსახლეობა მოინათლა.