12 მაი 2026
პოლიტიკური შეფასებების საგანია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გერმანიის ელჩის განცხადება.
ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.
დეპუტატმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ცილისწამება უწოდა.
მანამდე კი შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერს ვენის კონვენციის დარღვევასთან ერთად „ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს“.