ნიკა მეტრეველი განათლების რეფორმაზე

13 დეკ 2025

„ განათლების რეფორმა“ იყო ანალიტიკოს ნიკა მეტრეველის ძირითადი სასაუბრო თემა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მეტრეველმა  აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა და მთავარი მონაპოვარია, რითაც სტუდენტები შეძლებენ განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ მიიღონ. მისივე განმარტებით განათლების სფერო რეფორმას მოითხოვს და ეს პროცესი გარდაუვალი იყო.