ბათუმის დრამატული თეატრი ტრაპიზონის „შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში" მიიღებს მონაწილეობას

12 მაი 2026

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი თურქეთში.  

დრამატული თეატრის  შემოქმედებითი დასი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობს. ,,დარისპანის გასაჭირი’’ -  სწორედ, ამ სპექტაკლით წარსდგება თეატრი უცხოელი მაყურებლის წინაშე.   

,,დარისპანის გასაჭირის პრემიერა დრამატულ თეატრში იანვარში შედგა.  

სპექტაკლი  დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა.

ფესტივალი 2000 წლიდან იმართება და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავებაა.