ტაილანდისა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - დონალდ ტრამპი

13 დეკ 2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბომბის აფეთქება, რომელსაც ტაილანდელი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა შემთხვევითი იყო და ტაილანდმა ამ შემთხვევას მკაცრად უპასუხა. „ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გასაგრძელებლად’’  – წერს ტრამპი.