12 მაი 2026
ქვემო ქართლის პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ირანის მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 13 128 აბი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.