პატრიარქის ინტრონიზაციას ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წევრებთან ერთად ესწრება

12 მაი 2026

ახლად არჩეული პატრიარქის, მეუფე შიო მესამის ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყო.

ინტრონიზაციას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.