კანონი ყველასთვის უზენაესია ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით და ამ გზით მივდივართ - ირაკლი კირცხალია

11 მაი 2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სხდომას,როგორც სახელმწიფო მინისტრი, მამაუკა მდინარაძე პირველად დაესწრო.

„როდესაც მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნებოდა, მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული.

ეს იყო მხოლოდ მათი სპეკულაციის საგანი, ისინი ხმას არ იღებდნენ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებზე, დამწვარ და გადამწვარ ადმინისტრაციულ შენობებზე და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი იყვნენ ყველაფრის დამკვეთები და რა თქმა უნდა დამკვეთი ყველაფერზე თვალს დახუჭავს და სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეს გმირად შეგირაცხავს.

მაგრამ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, უნდა გვახსოვდეს რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია. ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით და ამ გზით მივდივართ“, -  განაცხადს ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებისას გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.