11 მაი 2026
მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები, - განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
„მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები. ვიცით, რომ ხვალ ასევე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე იქნება.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ესწრებოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე; ასევე, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ბატონი მამუკა მდინარაძე. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური თემები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი დასწრება დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე. მოგეხსენებათ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ამ ფორმატში პირველად იმყოფებოდა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე თქმით, სხდომაზე მიმოიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო. დეპუტატებს მხრიდან ბევრ აქტუალურ თემაზე იყო დასმული შეკითხვები. კირცხალიამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე ეკონომიკური მიმართულებებზე ისაუბრა.