სამუშაოები პეტრას ციხის ტერიტორიაზე

11 მაი 2026

საუკუნეების განმავლობაში „პეტრას“ ციხე-ქალაქი არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიულ ცენტრს, არამედ მნიშვნელოვან რელიგიურ, სავაჭრო და კულტურულ კერასაც წარმოადგენდა.

მისი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება შავი ზღვისპირეთის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციის გავლენასა და იმ ეპოქებს, რომლებმაც რეგიონის ისტორიული სახე განსაზღვრა.

სწორედ ამიტომ, ეს ადგილი დღესაც განსაკუთრებულ ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც ისტორიკოსებში, ისე არქეოლოგებსა და კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარებში.